ბრიტანეთის სტუდენტური ვიზა
ბრიტანეთის ვიზა გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამისთვის
ვიზის შესახებ
სტუდენტური ვიზა განკუთვნილია დიდ ბრიტანეთში გრძელვადიანი სწავლისთვის ლიცენზირებულ სასწავლებელთან. განაცხადისთვის მთავარი დოკუმენტი არის CAS (Confirmation of Acceptance for Studies), რომელსაც გასცემს საგანმანათლებლო დაწესებულება რომელშიც ჩაირიცხეთ.
როგორც ბრიტანეთის ნებისმიერი ტიპის ვიზისთვის თქვენი მხრიდან აუცილებელია თანმიმდევრულობა: პროგრამის გეგმა, განათლების ისტორია, ინგლისური ენის მტკიცებულება და ფინანსური დოკუმენტები (სწავლის + ცხოვრების ხარჯები).
როგორც წესი დიდი ბრიტანეთის ვიზაზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია კურსის დაწყებამდე 6 თვით ადრე, ხოლო გადაწყვეტილება ჩვეულებრივ მიიღება 3 კვირაში (დიდი ბრიტანეთის გარეთ).
დიდ ბრიტანეთის სასწავლო ვიზის მიღება CAS-ზეა დამოკიდებული და პროცესი საკმაოდ სტრუქტურირებულია. სხვა ქვეყნებში ბრიტანეთისგან განსხვავებით მეტი მნიშვნელობა აქვს ინტერვიუს ან COE-ს მსგავსი სპონსორობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. თუ პარალელურად განიხილავთ სხვა ქვეყანაში სწავლასაც შეგიძლიათ ერთდროულად შეავსოთ რამდენიმე ქვეყნის მაგ: იაპონიის სტუდენტური ვიზის, ან ამერიკის სტუდენტური ვიზის ან კანადის სტუდენტური ვიზის განაცხადები. განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტაცია, ფასები და დრო შეგიძლიათ შეადაროთ ვიზების შესაბამის გვერდებზე.
საჭირო დოკუმენტები
📄ძირითადი დოკუმენტები
💰ფინანსური დოკუმენტები
🛡️სამოქალაქო და უსაფრთხოების დოკუმენტები
🏥სამედიცინო და ტექნიკური მოთხოვნები
📋სხვა დოკუმენტები
განაცხადის პროცესი
მიიღეთ სასწავლებლიდან CAS ნომერი
სწავლის ადგილზე მიღების შემდეგ უნივერსიტეტი ან კოლეჯი გასცემს CAS (Confirmation of Acceptance for Studies) ნომერს, რომელიც სტუდენტური ვიზის განაცხადის საფუძველია
მოამზადეთ ფინანსური დოკუმენტები
შეაგროვეთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს სწავლის საფასურისა და ბრიტანეთში ცხოვრების ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას მოთხოვნილი პერიოდის განმავლობაში.
შეავსეთ ონლაინ განაცხადი
შეავსეთ ბრიტანეთის სტუდენტური ვიზის ოფიციალური განაცხადი და ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია CAS-ში მითითებულ მონაცემებთან.
გადაიხადეთ სავიზო და IHS მოსაკრებლები
განაცხადის დასრულების შემდეგ გადაიხადეთ ვიზის საფასური და Immigration Health Surcharge (IHS), რომელიც გაძლევთ წვდომას ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაზე.
დაჯავშნეთ ბიომეტრიის ჩაბარების თარიღი
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სავიზო ცენტრი და დაჯავშნეთ შეხვედრა ბიომეტრიული მონაცემების ჩასაბარებლად.
წარადგინეთ ბიომეტრიული მონაცემები
მობრძანდით დანიშნულ დროს სავიზო ცენტრში, სადაც მოხდება თითის ანაბეჭდებისა და ფოტოს აღება განაცხადის დასადასტურებლად.
დაელოდეთ განაცხადის განხილვას
ბიომეტრიის დასრულების შემდეგ განაცხადი გადაეცემა ბრიტანეთის საიმიგრაციო სამსახურს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
მიიღეთ გადაწყვეტილება და მოემზადეთ გამგზავრებისთვის
დამტკიცების შემთხვევაში მიიღებთ ვიზას და შეძლებთ ბრიტანეთში გამგზავრების დაგეგმვას სასწავლო პროგრამის დაწყების თარიღის შესაბამისად.
მნიშვნელოვანი რჩევები და კონსულტაციები
დამუშავების საფასური
განაცხადის მოსაკრებელი
Student ვიზის ოფიციალური მოსაკრებელი (UK-ის გარეთ). ტარიფი შეიძლება შეიცვალოს; გადაამოწმეთ განაცხადამდე.
Immigration Health Surcharge (IHS)
IHS გადახდა ხდება ვიზის ვადის მიხედვით განაცხადისას.
ხშირად დასმული კითხვები
სჭირდება თუ არა ქართველ სტუდენტს ბრიტანეთის სტუდენტური ვიზა?
დიახ. თუ გეგმავთ სწავლას ინგლისში, შოტლანდიაში, უელსში ან ჩრდილოეთ ირლანდიაში 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამაზე, საჭიროა ბრიტანეთის სტუდენტური ვიზის (Student Visa) მიღება სწავლების დაწყებამდე.
რა არის CAS და რატომ არის საჭირო სტუდენტური ვიზისთვის?
CAS (Confirmation of Acceptance for Studies) არის უნიკალური ნომერი, რომელსაც გაძლევთ ბრიტანეთის უნივერსიტეტი ან კოლეჯი მიღების შემდეგ. CAS არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ინგლისის სტუდენტური ვიზის განაცხადისთვის და მის გარეშე ვიზის მიღება შეუძლებელია.
რამდენი თანხა უნდა მქონდეს ანგარიშზე ბრიტანეთის სტუდენტური ვიზისთვის?
თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ შეგიძლიათ დაფაროთ სწავლის საფასური და ცხოვრების ხარჯები. საჭირო თანხის ოდენობა დამოკიდებულია სასწავლებლის მდებარეობაზე, სწავლის საფასურსა და ოფიციალურ მოთხოვნებზე განაცხადის შეტანის მომენტში.
რამდენ ხანში მზადდება ბრიტანეთის სტუდენტური ვიზა?
სტანდარტული განხილვის ვადა, როგორც წესი, დაახლოებით 3 კვირაა ბიომეტრიის ჩაბარების შემდეგ. გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია დაჩქარებული განხილვის სერვისით სარგებლობაც დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში.
შემიძლია თუ არა მუშაობა ბრიტანეთში სტუდენტური ვიზით?
დიახ, ბრიტანეთის სტუდენტური ვიზა გარკვეულ შემთხვევებში საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ კვირაში განსაზღვრული საათების რაოდენობით. სამუშაოს უფლება დამოკიდებულია სასწავლებლის ტიპსა და სასწავლო პროგრამაზე.
შემიძლია თუ არა ოჯახის წევრების წაყვანა ბრიტანეთში სტუდენტური ვიზით?
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მეუღლისა და შვილების თან წაყვანა, თუმცა ეს დამოკიდებულია სასწავლო პროგრამის ტიპსა და ხანგრძლივობაზე. კონკრეტული პირობები უნდა გადაამოწმოთ განაცხადის მომენტში.
აუცილებელია თუ არა ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი?
უმეტეს შემთხვევაში დიახ. უნივერსიტეტების და ბრიტანეთის საიმიგრაციო სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად, შეიძლება დაგჭირდეთ IELTS, TOEFL ან სხვა აღიარებული ინგლისური ენის ტესტის შედეგი.
შემიძლია თუ არა ბრიტანეთის სტუდენტური ვიზით ინგლისის გარდა სხვა ნაწილებშიც სწავლა?
დიახ. ბრიტანეთის სტუდენტური ვიზა მოქმედებს მთელ გაერთიანებულ სამეფოში, მათ შორის ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.
შესაძლებელია თუ არა სტუდენტური ვიზის გახანგრძლივება?
დიახ. თუ სწავლას აგრძელებთ ან ახალ აკადემიურ პროგრამაზე გადადიხართ, შესაძლებელია ბრიტანეთის სტუდენტური ვიზის გახანგრძლივება შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
გაერთიანებული სამეფოს ვიზის ტიპები
გაეცანით სხვა ვიზის ვარიანტებს, რომლებიც შეიძლება შეესაბამებოდეს თქვენს საჭიროებებს