ამერიკის შეერთებული შტატები visa services
    ვიზის სერვისები

    ისწავლე, იმუშავე და იცხოვრე ამერიკაში

    ამერიკის ვიზის სრული სერვისი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსულტაცია, განაცხადის მომზადება, დოკუმენტები და ინტერვიუს მხარდაჭერა

    ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის ტიპები

    აირჩიეთ ნებისმიერი ვიზის ტიპი რათა შეიტყოთ მეტი კონკრეტული მოთხოვნების, განაცხადის პროცესისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ

    ყველაზე პოპულარული

    საიმიგრაციო ვიზა (IV)

    მუდმივი ცხოვრების უფლება აშშ-ში

    დამუშავების საშუალო დროა:6 – 18 თვე
    ფასი:325 – 350 USD
    family

    K-1 ნიშნობა / K-3 მეუღლე

    საქორწინო ვიზა ამერიკაში ოჯახური გაერთიანებისთვის

    დამუშავების საშუალო დროა:8 – 14 თვე
    ფასი:265 USD
    tourist

    B1/B2 ტურისტული ვიზა

    ამერიკის ტურისტული ვიზა (B1/B2) ქართველებისთვის — განაცხადი და ინტერვიუს მომზადება

    დამუშავების საშუალო დროა:3–10 სამუშაო დღე
    ფასი:185 USD
    student

    F1 სასწავლო ვიზა

    სწავლა აშშ-ის უნივერსიტეტებში. F1 სტუდენტური ვიზა აკადემიური პროგრამებისთვის.

    დამუშავების საშუალო დროა:5–15 სამუშაო დღე
    ფასი:185 USD (+ SEVIS)
    work

    H1B სამუშაო ვიზა

    პროფესიული და ტექნიკური მომზადება აშშ-ში.

    დამუშავების საშუალო დროა:1–6 თვე
    ფასი:$190
    student

    J1 გაცვლითი ვიზა

    მონაწილეობა მიიღეთ აშშ-ის გაცვლით პროგრამებში. სტაჟირებები, კვლევითი პროექტები და კულტურული გაცვლა.

    დამუშავების საშუალო დროა:5–15 სამუშაო დღე
    ფასი:185 USD (+ SEVIS)

    დაგჭირდებათ დახმარება სწორი ვიზის ტიპის არჩევაში? ჩვენი ექსპერტი კონსულტანტები აქ არიან თქვენი ხელმძღვანელობისთვის.

    აშშ ვიზის ტიპები და პროცესი

    ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საინტერესო მიმართულებაა ქართველი მოგზაურებისთვის, სტუდენტებისთვის, პროფესიონალებისა და იმ პირებისთვის, ვინც საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლას განიხილავს. ძლიერი ეკონომიკა, განათლების მსოფლიო დონის სისტემა, კარიერული შესაძლებლობები და ცხოვრების მრავალფეროვანი სტილი აშშ-ს აქცევს მიზნობრივ ქვეყნად მათთვის, ვინც საერთაშორისო გამოცდილებას ეძებს. სწორედ ამიტომ, ამერიკის სავიზო პროცესი განსაკუთრებულ ყურადღებასა და სწორ დაგეგმვას მოითხოვს.

    საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში გამგზავრება ვიზის გარეშე შეუძლებელია. ვიზის ტიპი ყოველთვის დამოკიდებულია ვიზიტის მიზანზე — იქნება ეს მოკლევადიანი მოგზაურობა, სწავლა, მუშაობა, გაცვლითი პროგრამა თუ იმიგრაცია. განსხვავებით ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა კანადა ან დიდი ბრიტანეთი, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში პროცესი უფრო სტანდარტიზებულია, ამერიკის ვიზის განხილვა ინდივიდუალურ ანალიზზეა დაფუძნებული. სწორედ აქ ხდება პროფესიონალური დახმარება გადამწყვეტი.

    GetVisa.ge გთავაზობთ ამერიკის სრულ სავიზო სერვისს — კონსულტაციით დოკუმენტების მომზადებითა და ინტერვიუსთვის მზადებით დასრულებული. ჩვენი მიზანია, თქვენი განაცხადი იყოს ლოგიკური, თანმიმდევრული და ვიზის ოფიცრისთვის მკაფიოდ წარმოაჩენდეს ვიზიტის მიზანსა და დაბრუნების განზრახვას.

    მოკლევადიანი ვიზიტების შემთხვევაში ყველაზე გავრცელებულია ტურისტული ვიზა, რომელიც განკუთვნილია დასვენებისთვის, მეგობრების ან ნათესავების მონახულებისთვის და ზოგჯერ საქმიანი შეხვედრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ვიზები არსებობს იაპონიასა და ავსტრალიაშიც, აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს განმცხადებლის სოციალურ და ფინანსურ კავშირებს საკუთარ ქვეყანასთან. GetVisa.ge ამ პროცესში გეხმარებათ სწორად წარმოაჩინონ საკუთარი პროფილი.

    განათლების მიზნით გამგზავრების მსურველებისთვის აუცილებელია სასწავლო ვიზა. ამერიკული უნივერსიტეტები და კოლეჯები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასწავლო გარემოს ქმნიან. თუმცა, სწავლის მიზნის დამაჯერებლად დასაბუთება და სწორი დოკუმენტაციის წარდგენა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს განაცხადის იმგვარად მომზადებას, რომ სასწავლო მიზანი და სამომავლო გეგმები ერთმანეთთან ლოგიკურად იყოს დაკავშირებული.

    აშშ ასევე პოპულარულია დროებითი და გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობებით. ამერიკის სამუშაო ვიზა საჭირო ხდება მაშინ, როდესაც განმცხადებელს აქვს კონკრეტული პროფესიული მიზანი ან დამსაქმებლის ინტერესი. ამ ტიპის ვიზები ხშირად უფრო კომპლექსურია, ვიდრე დიდი ბრიტანეთის ან კანადის ვიზის სამუშაო კატეგორიები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროფესიონალური მიდგომის აუცილებლობას.

    განსაკუთრებულ კატეგორიას წარმოადგენს გაცვლითი პროგრამის ვიზა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამას. ასეთი ვიზები ხშირად მოკლევადიანია, თუმცა მნიშვნელოვან გამოცდილებას იძლევა და განაცხადირს სწორად და სრულყოფილად შევსების შემთხვევაში წარმატებით გაიცემა.

    ოჯახური მიზნით გამგზავრებისას შესაძლოა საჭირო გახდეს საქორწინო ვიზა, რომელიც ამერიკის მოქალაქეზე ან რეზიდენტზე დაქორწინებას უკავშირდება. ეს კატეგორია განსაკუთრებულ სიზუსტესა და დოკუმენტების დეტალურ ანალიზს მოითხოვს. ხოლო მათთვის, ვინც აშშ-ში მუდმივად ცხოვრებას გეგმავს, არსებობს საიმიგრაციო ვიზა, რომელიც უკვე გრძელვადიან სტრატეგიასა და იმიგრაციულ გეგმებზეა დაფუძნებული.

    ამერიკის ვიზის მიღების პროცესი განსხვავდება სხვა ქვეყნებთან შედარებით არა მხოლოდ მოთხოვნებით, არამედ შეფასების მეთოდითაც. აქ თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია — განაცხადის ფორმულირება, დოკუმენტების თანმიმდევრობა და ინტერვიუზე კომუნიკაცია. GetVisa.ge სწორედ ამ ეტაპებზე უზრუნველყოფს მხარდაჭერას, რათა თქვენი განაცხადი იყოს მაქსიმალურად ძლიერი და თანხვედრაში ამერიკის საელჩოს მოლოდინებთან.

    • DS-160 ფორმის შევსება
    • ამერიკის საელჩოში გასაუბრების ჩანიშვნა
    • გასაუბრების თარიღის მონიტორინგი
    • საჭირო დოკუმენტების ინტერვიუსთვის მომზადება
    • გადასახადის გადახდასა და საჭრო დოკუმენტების შეგროვებაში დახმარება

    ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის ზოგადი მოთხოვნები

    ჩამოტვირთეთ დოკუმენტები მოსამზადებლად

    📄დოკუმენტების ჩამონათვალი

    ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის განაცხადის პროცესი

    განაცხადის სერვისული პროცესი

    1

    ინდივიდუალური შეფასება

    ვიზის ტიპის შერჩევა თქვენი მიზნებისა და პროფილის მიხედვით

    2

    სტრატეგიის განსაზღვრა

    რა ინფორმაცია და აქცენტები გააძლიერებს განაცხადს

    3

    ფორმების შევსება

    DS-160-ის პროფესიონალურად მომზადება

    4

    დოკუმენტების მომზადება

    მოთხოვნების შესაბამისად და ლოგიკური სტრუქტურით

    5

    ინტერვიუსთვის მომზადება

    შეკითხვების სიმულაცია და პასუხების დახვეწა

    6

    პროცესის მხარდაჭერა

    განაცხადის სტატუსის მონიტორინგი და კონსულტაცია

    რჩევები ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად

    რჩევები წარმატებული განაცხადისთვის

    რა უნდა გააკეთოთ

    იყავით მაქსიმალურად გულწრფელი განაცხადსა და ინტერვიუზე
    წარმოაჩინეთ მკაფიო კავშირები საქართველოსთან
    არ მიაწოდოთ ზედმეტი ან შეუსაბამო ინფორმაცია
    მოემზადეთ ინტერვიუსთვის წინასწარ, არა იმპროვიზაციით

    რა არ უნდა გააკეთოთ

    არ წარადგინოთ ყალბი ან დაუზუსტებელი დოკუმენტები
    არ შეცვალოთ მიზანი ინტერვიუს დროს განაცხადთან შეუსაბამოდ

    ხშირად დასმული კითხვები ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის შესახებ

    სჭირდებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ვიზა აშშ-ში შესასვლელად?

    დიახ. ყველა საქართველოს მოქალაქეს მიუხედავად ვიზიტის მიზნისა სჭირდება ვიზის მოპოვება მოგზაურობამდე.

    სად უნდა შევავსო განაცხადი ამერიკის ვიზისთვის?

    განაცხადები უნდა გაკეთდეს თბილისში, აშშ-ის საელჩოში, DS-160 ფორმის ონლაინ შევსებისა და ვიზიტის დროის დაჯავშნის შემდეგ.

    როგორ უნდა გადავიხადო ამერიკის ვიზის საფასური?

    ამერიკის ვიზის საფასურის გადასახდელად უნდა ეწვიოთ საქართველოს ბანკის ფილიალს.

    მჭირდება თუ არა ინტერვიუ?

    დიახ. თითქმის ყველა განაცხადის შემომტანი ვალდებულია დაესწროს ინტერვიუს, არასრულწლოვანი ბავშვების გარდა.

    რა დრო ჭირდება ამერიკის ვიზის მიღებას?

    B1/B2 ტიპის ვიზის მიღება დამოკიდებულია გასაუბრების თარიღზე. სტუდენტური და სამუშაო კატეგორიები სეზონისა და საელჩოს სამუშაო დატვირთვის მიხედვით იცვლება.

    შეიძლება თუ არა მუშაობა B1/B2 ვიზით?

    არა. B1/B2 ვიზები განკუთვნილია მხოლოდ ტურიზმისა და მოკლევადიანი ბიზნეს ვიზიტებისთვის.

    რა ზრდის ვიზის მიღების შანსებს?

    სრული DS-160, თანმიმდევრული პასუხები, ძლიერი კავშირები საქართველოსთან და ნათელი დოკუმენტაცია.

    საელჩოში გასაუბრებისთვის მომზადება შესაძლებელია ?

    დიახ, აუცილებლად უნდა შეაგროვოთ ყველა დოკუმენტი რომელიც გასაუბრებაზე შეიძლება დაგჭირდეთ, დამატებით შეგიძლიათ ჩანიშნოთ "საცდელი ინტერვიუ" ჩვენს წარმომადგენელთან რაც გასაუბრებაზე თავდაჯერებულად ყოფნაში შეიძლება დაგეხმაროთ.

    ვიზის კონსულტაციის მოთხოვნა

    ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათში