გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის ვიზიტორის ვიზა
    გაერთიანებული სამეფო

    დიდი ბრიტანეთის ვიზიტორის ვიზა

    ტურიზმი, ოჯახი/მეგობრები, გარკვეული ბიზნეს აქტივობები. ჩვეულებრივ 6 თვემდე თითო ვიზიტზე.

    ბრიტანეთის ვიზიტორის ვიზის შესახებ

    სტანდარტული ვიზიტორის ვიზა არის დიდი ბრიტანეთის ვიზის მთავარი მოკლევადიანი კატეგორია ტურიზმისთვის, ოჯახის/მეგობრების მოსანახულებლად და გარკვეული ნებადართული ბიზნეს-აქტივობებისთვის. ის განკუთვნილია რეალური დროებითი ვიზიტისთვის და ჩვეულებრივ გაძლევთ უფლებას დარჩეთ 6 თვემდე თითო ვიზიტზე. ვიზის ხანგრძლივობა განსხვავდება თქვენს მიერ შევსებული განაცხადის მიხედვით და ხელმისაწვდომია ბრიტანეთის გრძელვადიანი ტურისტული ვიზები

    1. 6 თვიანი ვიზიტორის ვიზა - £ 127

    2. 2 წლიანი ვიზიტორის ვიზა - £ 475

    3. 5 წლიანი ვიზიტორის ვიზა - £ 848

    4. 10 წლიანი ვიზიტორის ვიზა - £ 1059

    დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღება უმეტესად ჩაბარებულ დოკუმენტებზეა დამოკიდებული: თქვენს განაცხადში მკაფიოდ უნდა ჩანდეს (1) ბრიტანეთში ვიზიტის მიზანი და გეგმა, (2) ფინანსები და ხარჯების წყარო, (3) დაბრუნების ძლიერი საფუძვლები საქართველოში (სამუშაო/სწავლა/ოჯახი/ქონება/ვალდებულებები).

    ხშირად დაშვებული შეცდომა: არათანმიმდევრული ისტორია (თარიღები, ბიუჯეტი, დასაქმება, კავშირები) განაცხადის ფორმასა და დოკუმენტებში. განაცხადი შეავსეთ ისე რომ მკაფიოდ ჩანდეს თქვენი ვიზიტის მიზანი და მიზეზი. აუცილებელია რომ ბრიტანეთის სავიზო განაცხადის თითოეული ნაწილი ერთმანეთს ემთხვეოდეს და არ იყოს რეალური მიზნისგან განსხვავებული.

    შედარება: დიდი ბრიტანეთის სავიზო პროცესი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკის სავიზო პროცესისგან,რომელიც განაცხადთან ერთად ინტერვიუზს წარმატებით გავლაზეა დამოკიდებული, ისევე როგორც კანადისგან, დიდი ბრიტანეთის სავიზო პროცესი, როგორც წესი შემდეგი ნაბიჯებისგან შედგება, (1) ონლაინ განაცხადის შევსება + (2) ბიომეტრიის ჩაბარება + (3) დოკუმენტების წარდგენა. ჩვენ გეხმარებით სავიზო პროცესის დაგეგმვასა და განაცხადის სრულყოფილად შევსებაში, ჩვენს გუნდს შეუძლია დაგეხმაროთ როგორც ბრიტანეთის ვიზის ასევე იაპონიის, აშშს, კანადის და 27+ ქვეყნის ვიზის მიღებაში.

    თუ ბრიტანეთში ხშირად გიწევთ მოგზაურობა, შეგიძლიათ გრძელვადიანი ვიზიტორის ვიზის მიღება.

    2-4 კვირა
    £127 დან

    საჭირო დოკუმენტები

    📄ძირითადი დოკუმენტები

    💰ფინანსური დოკუმენტები

    🛡️სამოქალაქო და უსაფრთხოების დოკუმენტები

    🏥სამედიცინო და ტექნიკური მოთხოვნები

    📋სხვა დოკუმენტები

    განაცხადის პროცესი

    1

    მიზნის დადასტურება

    დააზუსტეთ ნებადართული მიზანი და ვიზიტის გეგმა (ტურიზმი/სტუმრობა/ბიზნესი).
    2

    გეგმის შედგენა

    მოამზადეთ რეალისტური მარშრუტი და საცხოვრებლის გეგმა.
    3

    ფინანსები და კავშირები

    აჩვენეთ სტაბილური ფინანსები და საქართველოსთან ძლიერი კავშირები მკაფიო მტკიცებულებებით.
    4

    ონლაინ შევსება (UKVI)

    შეავსეთ ონლაინ განაცხადი და უზრუნველყავით ფაქტების თანხვედრა.
    5

    ბიომეტრია და დოკუმენტები

    მიდით ბიომეტრიაზე და წარადგინეთ/ატვირთეთ დოკუმენტები მითითებით.
    6

    მონიტორინგი და მომზადება

    დააკვირდით სტატუსს და მოამზადეთ საზღვარზე წარსადგენი მტკიცებულებები.

    მნიშვნელოვანი რჩევები და კონსულტაციები

    აჩვენეთ, რომ საქართველოსთან ძლიერი კავშირები გაქვთ — სტაბილური სამსახური, ბიზნესი, ოჯახი ან ქონება ზრდის იმის ალბათობას, რომ ვიზიტის შემდეგ დაბრუნდებით.

    საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული თანხები უნდა შეესაბამებოდეს თქვენს შემოსავალს და მოგზაურობის გეგმას. უეცრად ჩარიცხულმა დიდმა თანხებმა შესაძლოა დამატებითი კითხვები გააჩინო

    მოგზაურობის მიზანი მკაფიოდ და თანმიმდევრულად აღწერეთ. განაცხადში, სასტუმროს ჯავშნებში, ავიაბილეთებსა და თანდართულ დოკუმენტებში ინფორმაცია ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.

    თუ მოგზაურობას სპონსორი აფინანსებს, წარადგინეთ ნათლად გაწერილი სპონსორის წერილი და მისი ფინანსური შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

    დიდი ბრიტანეთის ვიზა ხშირად ფინანსურ სანდოობაზეა დაფუძნებული. მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ მოგზაურობის ყველა ხარჯის დაფარვა რეალურად შეგიძლიათ.

    არ გამოიყენოთ ყალბი ჯავშნები, შეცვლილი საბანკო ამონაწერები ან არასანდო დოკუმენტები. ბრიტანეთის სავიზო სამსახური დეტალურად ამოწმებს წარმოდგენილ ინფორმაციას.

    თუ წარსულში მიღებული გაქვთ უარი სხვა ქვეყნის ვიზაზე, ეს ფაქტი განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ და საჭიროების შემთხვევაში განმარტებაც დაურთეთ

    განაცხადის შევსებისას ყველა ინფორმაცია ზუსტად უნდა ემთხვეოდეს პასპორტსა და თანდართულ დოკუმენტებს. მცირე უზუსტობებმაც კი შეიძლება დამატებითი შემოწმება გამოიწვიოს.

    მოგზაურობის რეალისტური გეგმა ყოველთვის დადებითად ფასდება. მიუთითეთ რომელ ქალაქებს ეწვევით, სად გაჩერდებით და რამდენ ხანს დარჩებით თითოეულ ლოკაციაზე

    განაცხადი დაგეგმილ გამგზავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიტანეთ, რათა დამატებითი მოთხოვნების ან დაგვიანების შემთხვევაში საკმარისი დრო გქონდეთ.

    დამუშავების საფასური

    განაცხადის მოსაკრებელი

    Standard Visitor-ის ოფიციალური მოსაკრებელი (დიდი ბრიტანეთის გარეთ). ტარიფი შეიძლება შეიცვალოს; გადაამოწმეთ განაცხადამდე.

    £127 (6 თვემდე)

    ხშირად დასმული კითხვები

    სჭირდება თუ არა ქართველს ბრიტანეთის ტურისტული ვიზა?

    დიახ. საქართველოს მოქალაქეებისთვის ბრიტანეთში (ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია) ტურისტული მიზნით გამგზავრებამდე ვიზის მიღება სავალდებულოა.

    რამდენ ხანს შეიძლება ყოფნა ინგლისში ტურისტული ვიზით?

    სტანდარტული მოკლევადიანი ვიზა, როგორც წესი, 6 თვემდე ვადით გაიცემა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ბრიტანეთის საიმიგრაციო სამსახური იღებს და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.

    საჭიროა თუ არა ინტერვიუ ბრიტანეთის ვიზისთვის?

    უმეტეს შემთხვევაში ოფიციალური ინტერვიუ არ ტარდება, თუმცა შესაძლოა მოგთხოვონ დამატებითი დოკუმენტები ან განმარტებები. განაცხადის ფარგლებში სავალდებულოა ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება.

    შემიძლია თუ არა ინგლისში მეგობრების ან ნათესავების მონახულება ტურისტული ვიზით?

    დიახ. ბრიტანეთის ტურისტული ვიზა საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ მეგობრები ან ოჯახის წევრები. ასეთ შემთხვევაში სასარგებლოა მოწვევის წერილისა და მასპინძლის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

    რამდენი თანხა უნდა მქონდეს ანგარიშზე ბრიტანეთის ვიზისთვის?

    ოფიციალურად განსაზღვრული მინიმალური თანხა არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ საბანკო ამონაწერმა აჩვენოს, რომ შეგიძლიათ დაფაროთ მოგზაურობის, საცხოვრებლისა და ყოველდღიური ხარჯები ინგლისში ან ბრიტანეთის სხვა ნაწილებში ყოფნის პერიოდში.

    შემიძლია თუ არა მუშაობა ბრიტანეთში ტურისტული ვიზით?

    არა. ინგლისში ან ბრიტანეთის სხვა ნაწილებში მუშაობა ტურისტული ვიზით აკრძალულია. დასაქმებისთვის საჭიროა შესაბამისი ბრიტანეთის სამუშაო ვიზა.

    რამდენ ხანში მიიღება ბრიტანეთის ტურისტული ვიზა?

    სტანდარტული განხილვის ვადა, როგორც წესი, დაახლოებით 3 კვირაა ბიომეტრიის ჩაბარების შემდეგ. გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია დაჩქარებული სერვისის გამოყენებაც დამატებითი საფასურის გადახდით.

    გავლენას ახდენს თუ არა სხვა ქვეყნის ვიზაზე მიღებული უარი ბრიტანეთის განაცხადზე?

    შეიძლება გავლენა მოახდინოს, მაგრამ ავტომატურ უარს არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ განაცხადში სწორად მიუთითოთ წინა უარის ფაქტი და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი განმარტება წარადგინოთ.

    მიმართეთ დიდი ბრიტანეთის ვიზიტორის ვიზა

    ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათში