დიდი ბრიტანეთის გრძელვადიანი ვიზიტორის ვიზა
ხშირი მოგზაურებისთვის. მოქმედებს 2/5/10 წელი (თითო ვიზიტზე მაქს. 6 თვე).
ვიზის შესახებ
ბრიტანეთის გრძელვადიანი ვიზიტორის ვიზა განკუთვნილია მათთვის, ვისაც დიდი ბრიტანეთში რეგულარულად მგზავრობა სჭირდება (ბიზნესი, საოჯახო ვიზიტები, განმეორებითი ტურიზმი). ვიზა შეიძლება გაიცეს 2, 5 ან 10 წლით, მაგრამ, თითო ვიზიტზე ჩვეულებრივ მაქს. 6 თვე შეგიძლიათ ქვეყანაში დარჩენა.
დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად აუცილებელია თქვენი დოკუმენტები თანმიმდევრული და ლოგიკური იყოს, განსაკუთრებით გრძელვადიანი ვიზის შემთხვევაში საჭიროა ჩანდეს თქვენი ხშირი სტუმრობის საჭიროება. მაგალითად ყოველწლიურ კონფერენციაზე დასწრება რომელსაც ყოველ წელს ესწრებით, ან როგორც ზევით აღვნიშნეთ ოჯახის წევრების მონახულება. ბრიტანეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დოკუმენტებს და როგორც ალბათ უკვე იცით ვიზის მისაღებად გასაუბრება არ ხდება, შესაბამისად ერთადერთი რამ რითიც თქვენი ქვეყანაში ვიზიტი წყდება თქვენს მიერ შეგროვებული და ჩაბარებული დოკუმენტებია.
რას აძლიერებს განაცხადს: როგორც უკვე აღვნიშნეთ თანმიმდევრული მოგზაურობის ისტორია, განმეორებითი ვიზიტების მკაფიო მიზეზი, სტაბილური ფინანსები და ძლიერი კავშირები საქართველოსთან. თუ ბრიტანეთში ნამყოფი არ ხართ ან თქვენი მოგზაურობის ისტორია შეზღუდულია, უმჯობესია პირველი ვიზიტისთვის ბრიტანეთის მოკლევადიანი ტურისტული ვიზა აიღოთ და შემდგომი ვიზიტებისთვის დაგეგმოთ გრძელვადიანი ვიზის აღება.
შედარება: გრძელვადიანი ვიზიტორის ვიზები სხვა ქვეყნებშიც არსებობს, მაგრამ მტკიცებულებების სტანდარტი განსხვავდება. თუ პარალელურად გეგმავთ ისეთი ქვეყნების ვიზების აღებას როგორიცაა აშშ-სა ან/და კანადას, მნიშვნელოვანია დოკუმენტები (თარიღები, ფინანსები, კავშირები) ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს.
საჭირო დოკუმენტები
📄ძირითადი დოკუმენტები
💰ფინანსური დოკუმენტები
🛡️სამოქალაქო და უსაფრთხოების დოკუმენტები
🏥სამედიცინო და ტექნიკური მოთხოვნები
📋სხვა დოკუმენტები
განაცხადის პროცესი
მიზნის დადასტურება
გეგმის შედგენა
ფინანსები და კავშირები
ონლაინ შევსება (UKVI)
ბიომეტრია და დოკუმენტები
მონიტორინგი და მომზადება
დამუშავების საფასური
განაცხადის მოსაკრებელი (2 წელი)
გრძელვადიანი ვიზიტორის ოფიციალური მოსაკრებელი (UK-ის გარეთ).
განაცხადის მოსაკრებელი (5 წელი)
გრძელვადიანი ვიზიტორის ოფიციალური მოსაკრებელი (UK-ის გარეთ).
განაცხადის მოსაკრებელი (10 წელი)
გრძელვადიანი ვიზიტორის ოფიციალური მოსაკრებელი (UK-ის გარეთ).
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ბრიტანეთის გრძელვადიანი ტურისტული ვიზა?
ბრიტანეთის გრძელვადიანი ტურისტული ვიზა (Long-Term Standard Visitor Visa) განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც რეგულარულად მოგზაურობენ ინგლისში ან ბრიტანეთის სხვა ნაწილებში ტურისტული, ოჯახური ან საქმიანი ვიზიტების მიზნით. ვიზა შეიძლება გაიცეს 2, 5 ან 10 წლით.
რამდენ ხანს შეიძლება დარჩენა ბრიტანეთში გრძელვადიანი ვიზით?
მიუხედავად იმისა, რომ ვიზა რამდენიმე წლით გაიცემა, თითოეული ვიზიტი ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. გრძელვადიანი ვიზა არ გაძლევთ ბრიტანეთში მუდმივად ცხოვრების უფლებას.
რა განსხვავებაა 6-თვიან და გრძელვადიან ტურისტულ ვიზას შორის?
ძირითადი განსხვავება ვიზის მოქმედების ვადაშია. ბრიტანეთის 6-თვიანი ვიზა ერთჯერადი ან მრავალჯერადი მოგზაურობისთვის გამოიყენება მოკლე პერიოდში, ხოლო გრძელვადიანი ტურისტული ვიზა საშუალებას გაძლევთ წლების განმავლობაში მრავალჯერ იმოგზაუროთ ახალი ვიზის აღების გარეშე.
ვის შეუძლია 2, 5 ან 10-წლიანი ბრიტანეთის ვიზის მიღება?
გრძელვადიანი ვიზა ხშირად გაიცემა იმ მოგზაურებზე, რომლებსაც აქვთ რეგულარული მოგზაურობის ისტორია, ფინანსური სტაბილურობა და შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ყოველი ვიზიტის შემდეგ დატოვებენ ბრიტანეთის ტერიტორიას.
შემიძლია თუ არა ინგლისში მუშაობა გრძელვადიანი ტურისტული ვიზით?
არა. ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში მუშაობა ტურისტული ვიზით აკრძალულია. დასაქმებისთვის აუცილებელია შესაბამისი სამუშაო ვიზის მიღება.
საჭიროა თუ არა ყოველი ვიზიტისას ახალი განაცხადის გაკეთება?
არა. თუ გაქვთ მოქმედი 2, 5 ან 10-წლიანი ბრიტანეთის ვიზა, შეგიძლიათ მრავალჯერ იმოგზაუროთ მისი მოქმედების პერიოდში, თითოეული ვიზიტისთვის ახალი განაცხადის შევსების გარეშე.
ზრდის თუ არა ხშირი მოგზაურობის ისტორია გრძელვადიანი ვიზის მიღების შანსებს?
დიახ. თუ წარსულში გქონდათ ბრიტანეთის, შენგენის, კანადის ან ამერიკის ვიზები და ყოველთვის იცავდით სავიზო პირობებს, ეს დადებითად აისახება განაცხადის შეფასებაზე.
შემიძლია თუ არა ოჯახის წევრების მონახულება გრძელვადიანი ვიზით?
დიახ. ბრიტანეთის გრძელვადიანი ვიზიტორის ვიზა საშუალებას გაძლევთ რეგულარულად ესტუმროთ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს, თუ თქვენი მოგზაურობის მიზანი დროებითი ვიზიტია.
რა თანხა უნდა მქონდეს ანგარიშზე გრძელვადიანი ვიზისთვის?
ოფიციალური მინიმალური თანხა განსაზღვრული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეესაბამებოდეს მოგზაურობის სიხშირეს, ხანგრძლივობასა და ბრიტანეთში ყოფნის სავარაუდო ხარჯებს.
ზრდის თუ არა გრძელვადიანი ვიზა ბრიტანეთში მუდმივი ცხოვრების ან მოქალაქეობის მიღების შანსს?
არა. გრძელვადიანი ტურისტული ვიზა მხოლოდ ვიზიტებისთვის არის განკუთვნილი და არ ითვლება საიმიგრაციო გზად. ის არ გაძლევთ მუდმივი ბინადრობის ან ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღების უფლებას.
გაერთიანებული სამეფოს ვიზის ტიპები
გაეცანით სხვა ვიზის ვარიანტებს, რომლებიც შეიძლება შეესაბამებოდეს თქვენს საჭიროებებს