ვიეტნამის ვიზა საქართველოს მოქალაქეებისთვის
ვიეტნამის e‑Visa ხშირად ყველაზე პრაქტიკული გზაა მოკლევადიანი მოგზაურობისთვის, მაგრამ შედეგს განსაზღვრავს დეტალები: სწორი შესვლის პუნქტი, თანმიმდევრული მარშრუტი და ოფიციალურ პორტალზე სწორად შევსებული განაცხადი.
ვიეტნამის ვიზის ტიპები
აირჩიეთ ნებისმიერი ვიზის ტიპი რათა შეიტყოთ მეტი კონკრეტული მოთხოვნების, განაცხადის პროცესისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ
ვიეტნამი — e‑Visa (Single entry)
90 დღემდე. ოფიციალური მოსაკრებელი US$25 (უარყოფისას არ ბრუნდება).
ვიეტნამი — e‑Visa (Multiple entry)
90 დღემდე. ოფიციალური მოსაკრებელი US$50 (უარყოფისას არ ბრუნდება).
ვიეტნამი — e‑Visa (ბიზნეს მიზნებით)
ნებადართული ბიზნეს ვიზიტებისთვის; ფასი დამოკიდებულია entry-ზე (US$25/US$50).
ვიეტნამი — სამუშაო ვიზა (LD) — სპონსორით
დასაქმებისთვის გრძელვადიანი გზა; სპონსორით. ფასი გზაზე/ნებართვებზეა.
ვიეტნამი — სტუდენტური ვიზა (DH) — სპონსორით
სწავლისთვის; საჭიროა სასწავლებლის ჩარიცხვა/სპონსორობა. ფასი განსხვავდება.
ვიეტნამი — ტრანზიტი (მარშრუტზეა)
ტრანზიტის წესები დამოკიდებულია საზღვრის კონტროლზე და მარშრუტზე.
დაგჭირდებათ დახმარება სწორი ვიზის ტიპის არჩევაში? ჩვენი ექსპერტი კონსულტანტები აქ არიან თქვენი ხელმძღვანელობისთვის.
რა უნდა იცოდეთ ვიეტნამის e‑Visa-ზე (საქართველოს მოქალაქეებისთვის)
ვიეტნამი საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე "მოქნილი" აზიური მიმართულებაა: ჰანოი–ჰალონგის ყურე, ჰო ჩი მინ სითი, დანანგი/ჰოი ანი და შიდა ფრენებით სხვადასხვა რეგიონზე გადანაწილებული მოგზაურობა. პრაქტიკულად, ვიეტნამისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება e‑Visa — ონლაინ განაცხადი, პასუხი ელექტრონულად და ქვეყანაში შესვლა კონკრეტული სასაზღვრო პუნქტებიდან.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიეტნამში ვიზიტამდე ვიზის მიღება აუცილებელია რადგან: ვიეტნამის ვიზაზე გამონაკლისი (visa exemption) 45 დღიანი უვიზო ვიზიტისთვის მოქმედებს მხოლოდ 13 ქვეყნის მოქალაქეებზე მოქმედებს (სია ოფიციალურად გამოქვეყნებულია ვიეტნამის საგარეო საქმეთა სამინისტროს (MOFA) დიპლომატიური მისიის გვერდზე) — და საქართველო ამ ჩამონათვალში არ არის. იხ. ოფიციალური სია: Resolution No. 128/NQ-CP — visa exemption (13 ქვეყანა).
ვიეტნამის იმიგრაციის დეპარტამენტის ოფიციალური პორტალის მიხედვით, e‑Visa მოქმედებს მაქსიმუმ 90 დღემდე და შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი შესვლის უფლებით. ოფიციალური წყარო: Vietnam eVisa — National portal on Immigration.
ოფიციალური პორტალზე ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის 11 ნოემბრიდან e‑Visa პორტალი მუშაობს ახალ დომენებზე — evisa.gov.vn და thithucdientu.gov.vn. განაცხადი და სტატუსის შემოწმება სწორედ ამ მისამართებზეა რეკომენდებული.
GetVisa.ge-ის პრაქტიკაში ვიეტნამის e‑Visa-ზე პრობლემები თითქმის არასდროს გვქონია თუმცა როგორც სხვა აზიური ქვეყნების შემთხვევაში უარყოფის მიზეზი არა ქვეყნის "რთული მოთხოვნები", არამედ სავიზო განაცხადის არასწორად შევსებით იწყება: არასწორი შესვლის პუნქტის არჩევა, შეცდომა სახელში/პასპორტის ნომერში, ან მარშრუტის/თარიღების შეუსაბამობაში. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში ვამოწმებთ: სწორ პორტს, სწორ მონაცემებს და იმას, რომ თქვენი განაცხადი ლოგიკურად გამოიყურებოდეს.
- საქართველო არ შედის 13 ქვეყნის 45-დღიან visa exemption სიაში (MOFA source).
- e‑Visa არის ოფიციალური ონლაინ გზა; ვალიდობა მაქსიმუმ 90 დღე, single/multiple entry (Immigration portal).
- 2024-11-11-დან განაცხადისთვის რეკომენდებულია evisa.gov.vn / thithucdientu.gov.vn.
ვიეტნამის ვიზის ტიპები: როგორ ავირჩიოთ სწორი კატეგორია ?
ვიეტნამის შემთხვევაში პირველი გადაწყვეტილება არის: ერთჯერადად აპირებთ ვიზიტს თუ მრავალჯერადი ვიზა გჭირდებათ და რამდენ ხანს აპირებთ დარჩენას. იმიგრაციის ოფიციალური პორტალი პირდაპირ ამბობს, რომ e‑Visa შეიძლება იყოს single ან multiple entry და მოქმედებდეს მაქსიმუმ 90 დღემდე.
- ტურისტული მოგზაურობა (e‑Visa) — დასვენება, შიდა გადაადგილება, რამდენიმე ქალაქი/რეგიონი; ხშირად ყველაზე გავრცელებული სცენარი ქართველებისთვის.
- მოკლე საქმიანი ვიზიტი (e‑Visa) — შეხვედრები, ღონისძიებები, გამოფენები (თუ არ გულისხმობს დასაქმებას/ანაზღაურებად საქმიანობას ვიეტნამში).
- მრავალჯერადი შესვლა — როცა იცით, რომ 90 დღეში რამდენიმე შესვლა/გამოსვლა გექნებათ (მაგ., რეგიონული მოგზაურობა).
- გრძელვადიანი სწავლა/სამუშაო — ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, საჭიროა სხვა პროცედურა და დამატებითი დოკუმენტაცია; კონკრეტული კატეგორია ოფიციალურად გადაამოწმეთ.
თუ თქვენთვის "ერთ ქვეყანაში შევალ და მერე გადავწყვეტ" სცენარი უფრო ნაცნობია, ვიეტნამის მსგავსად მუშაობს ინდონეზიაც, სადაც ელიგიბილობის/კატეგორიის სწორად დადგენა თავიდანვე წყვეტს პროცესს. ხოლო თუ შედარებით "დოკუმენტზე ორიენტირებულ" პროცესს ეძებთ, ნახეთ იაპონია.
პრაქტიკული რჩევა: თუ გეგმაში გაქვთ საზღვრის გადაკვეთა (მაგ., ლაოსი/კამბოჯა/ტაილანდი და დაბრუნება), ხშირად ჯობია თავიდანვე განიხილოთ მრავალჯერადი ვიზიტი რადგან ერთჯერადი ვიზის ქონის შემთხვევაში ქვეყნის დატოვება თუნდაც რამდენიმე საათით ვიზას არავალიდურს გახდის. საბოლოო არჩევანი მაინც უნდა ემთხვეოდეს თქვენს რეალურ მარშრუტს.
- არჩევანი იწყება entry-ის ტიპით: single vs multiple (და რეალური მარშრუტით).
- e‑Visa-მ შეიძლება მოითხოვოს კონკრეტული შესვლის/გასვლის პუნქტის წინასწარი არჩევა.
- ბიზნეს ვიზიტი ≠ დასაქმება — სამუშაო მიზანისთვის სპეციალური ვიზა გჭირდებათ.
როგორ გეხმარებით GetVisa.ge ვიეტნამის ვიზის მიღებაში ?
ვიეტნამის e‑Visa ხშირად "მარტივ" ვიზად ითვლება, მაგრამ რეალურად წარმატება პატარა დეტალებზე დგას: სწორად შერჩეული entry/exit პორტი, ზუსტად შევსებული პასპორტის მონაცემები და თანმიმდევრული მოგზაურობის გეგმა. GetVisa.ge ამ ეტაპებს გიმარტივებთ და ამცირებს ტექნიკური შეცდომების რისკს.
- ვაზუსტებთ მიზანს და ვარჩევთ სწორ ვარიანტს (single vs multiple; ყოფნის ხანგრძლივობა).
- ვამოწმებთ ოფიციალური პორტალის სწორ დომენს და განაცხადის ფორმატს (2024-11-11-დან განახლებები).
- ვაიძულებთ "ერთ ლოგიკას": თარიღები, ქალაქები, საცხოვრებელი და ბიუჯეტი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.
- ვაკვირდებით ტექნიკურ მოთხოვნებს (ფოტო/სკანი, ველების ზუსტი შევსება).
- გირჩევთ, როგორ მოამზადოთ დოკუმენტები ისე, რომ ოფიცრისთვის მარტივად გასაგები იყოს.
თუ გინდათ, რომ თავიდანვე სწორად დაიგეგმოთ და არ დაკარგოთ დრო შეცდომების გასწორებაში, დაიწყეთ კონსულტაციით ან ნახეთ ჩვენი სავიზო სერვისები.
- ტექნიკური სიზუსტე (სახელი/ნომერი/პორტი) ვიეტნამზე ხშირად გადამწყვეტია.
- ვალაგებთ single vs multiple არჩევანს რეალური მარშრუტის მიხედვით.
- ვამზადებთ თანმიმდევრულ დოკუმენტურ "სურათს".
ვიეტნამის ვიზის ზოგადი მოთხოვნები
ჩამოტვირთეთ დოკუმენტები მოსამზადებლად
📄დოკუმენტების ჩამონათვალი
✅უფლებამოსილება და კრიტერიუმები
📝ასაკი/ფინანსური შენიშვნები
ვიეტნამის ვიზის განაცხადის პროცესი
ვიეტნამის e‑Visa განაცხადის პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის
მიზნისა და entry ტიპის განსაზღვრა
დააზუსტეთ: ტურიზმი თუ მოკლე ბიზნესი, და გჭირდებათ single თუ multiple entry (რეალური მარშრუტის მიხედვით).
ოფიციალური პორტალის გამოყენება (სწორ დომენზე)
გამოიყენეთ ოფიციალური დომენები, რომლებიც თავად პორტალმა მიუთითა: https://evisa.gov.vn/ ან https://thithucdientu.gov.vn/
entry/exit პორტის სწორად არჩევა
აირჩიეთ სასაზღვრო პუნქტი(ები) e‑Visa-ის ნებადართულ სიაში. შეცდომა აქ ხშირად "დაბლოკავს" პროცესს.
მონაცემების ზუსტი შევსება პასპორტის მიხედვით
სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი და თარიღები უნდა ემთხვეოდეს პასპორტს 1:1. მცირე შეცდომაც პრობლემას ქმნის.
ფაილების ატვირთვა და გადახდა
ატვირთეთ ფოტო/ბიოგვერდის სკანი მოთხოვნილი ხარისხით და გადაიხადეთ ოფიციალური მოსაკრებელი. გაითვალისწინეთ: ოფიციალური პორტალი წერს, რომ fee არ ბრუნდება უარყოფის შემთხვევაშიც.
სტატუსის შემოწმება და მოგზაურობა
გადმოწერეთ e‑Visa, შეინახეთ ციფრულად და სურვილის შემთხვევაში ამობეჭდეთ. ჩასვლისას წარადგინეთ მოთხოვნის შემთხვევაში.
რჩევები ვიეტნამის ვიზის მისაღებად
რჩევები წარმატებული განაცხადისთვის
✅რა უნდა გააკეთოთ
❌რა არ უნდა გააკეთოთ
💡ძირითადი რეკომენდაციები
დამუშავების საფასური
ვიეტნამის e‑Visa მოსაკრებელი
გადახდა ხდება ოფიციალურ პორტალზე ელექტრონულად; ოფიციალური პორტალი აღნიშნავს, რომ უარყოფის შემთხვევაშიც არ ბრუნდება. ზუსტი თანხა და single/multiple განსხვავება გადაამოწმეთ განაცხადის ეტაპზე ოფიციალურ დომენზე.